მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ კაცს Covid-19 დაუდგინდა

კორონავირუსის დადებითი პასუხი
1595605967
COVID-19

შუახნის მამაკაცს, რომელიც ენგურის ხიდზე დღეს, 24 ივლისს, საღამოს გადმოვიდა, Covid- 19 დაუდასტურდა.

სავარაუდოდ, ის ენგურჰესის თანამშრომელია. მამაკაცს სწრაფი ტესტი ენგურის ხიდზე ჩაუტარდა, სადაც ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, მამაკაცი რუხის კლინიკაში გადაიყვანეს. მას PCR ტესტი ჩაუტარდება, რის შედეგადაც გაირკვევა აქვს თუ არა მამაკაცს ახალი კორონავირუსი.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1104-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 912, ხოლო გარდაცვლილია 16 პაციენტი.