მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

შენობის ფოტო
1596017908
COVID-19

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ე.წ. სახალხო კრების სპიკერმა ვალერი კვარჩიამ მიაწოდა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, ინფიცირებული დეპუტატის ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ხდება, რადგან ამას ინფიცირებული პირის თანხმობა სჭირდება. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსზე ტესტი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყველა დეპუტატს გაუკეთდება.

ბოლო მონაცმებებით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფიცირების 63 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 2 და გამოჯანმრთელებულია 37 პაცინეტი.