მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლოა, სექტემბერში პირბადეები გარე სივრცეში მოვიხსნათ“- ივანე ჩხაიძე

პირბადე
1623497473
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის მაჩვენებლის ოპტიმისტური პროგნოზი გვექნება სექტემბერში, გარე სივრცეში შესაძლებელი იქნება პირბადეები მოვიხსნათ.

ივანე ჩხაიძეს თქმით, თუ როდის იქნება შესაძლებელი გარე სივრცეში პირბადის მოხსნა, დგას ერთი საკითხი, რამდენი ადამიანი არის ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული.

„30%-40%-ის მიღწევის შემთხვევაში, ამ რეკომენდაციის გაცემა უკვე შესაძლებელი იქნება. ჯერ, სამწუხაროდ, ჩვენ შორს ვართ ამ ციფრისგან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ტემპს, რა ტემპითაც ქვეყანაში მიდის ვაქცინაციის პროცესი, თუ გავითვალისწინებთ ივლისში მოსალოდნელი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებას, შესაძლებელია, ჩვენ ოპტიმისტური პროგნოზით, სექტემბერში, აგვისტოს ბოლოს მივიღოთ ის 40%-იანი მაჩვენებელი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ამ მნიშვნელოვანი შეზღუდვის მოხსნის“,– განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 794 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი, ხოლო 498 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 353443 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5034 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 338318 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 1,95%, ბოლო 14 დღის - 2,64%, ბოლო 7 დღის - 2,32% -ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„იმის საფუძველი, რომ ეპიდვითარების კუთხით საქართველო მაღალი საშიშროების დონის ქვეყნად გამოცხადდეს, არ არსებობს“ - ივანე ჩხაიძე

✅„იქნება ვირუსის მეოთხე ტალღა, მაგრამ ეს სწორედ იმ ფარგლეში მოხდება, როგორიც იყო მესამე ტალღა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

✅„პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება“- ამირან გამყრელიძე