მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორ მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

დეჟავუ აფეთქება
1600440253
COVID-19

ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების ორ მეხანძრე-მაშველს COVID 19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მეხანძრე-მაშველების გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი.
ამ დროისთვის​, ისინი შესაბამის დაწესებულებებში არიან გადაყვანილი და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

ამავე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობებს სრული დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა.