მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორჯერ აცრილი პირებისთვის იგეგმება ციფრული კოდის შემოღება, რომლითაც ისინი ყველა სერვისს შეუზღუდავად მიიღებენ“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1621021530
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორჯერადად აცრილი პირებისთვის ე.წ მწვანე ციფრული სერტიფიკატის შემოღება იგეგმება.

მისი თქმით, ამ სერტიფიკატის მეშვეობით ორჯერ აცრილ ადამიანებს ყველა სერვისით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლებათ.

„ამისთვის ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილება. ეს გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო. განსაკუთრებით გამოირჩევა ესტონეთი, ბელგია. ეს არის ე.წ. მწვანე, ციფრული სერტიფიკატი, რომელიც საშუალებას აძლევს ორჯერ ვაქცინირებულ ადამიანს, შეუზღუდავად მიიღოს ყველა სახის მომსახურება, ეს იქნება თეატრი, კინო, რესტორანი, ბარი თუ ქვეყნებს შორის გადაადგილება და ა.შ.

ეს არის ციფრული უფლება, QR კოდი, რომლითაც ევროკავშირში შეუძლიათ ნახონ, არის თუ არა ეს ადამიანი ვაქცინირებული.

დღეს ჰქონდა ბატონ ამირანს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იგეგმება საქართველოში. ჩვენთანაც იგეგმება ასეთივე კოდის შემოღება. ეს საკითხი უკვე წარდგენილია მთავრობისთვის. შესაძლებელია ეს იყოს დაკავშირებული „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლებასთან და სხვა საკითხებთან“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო.

ამ დროისთვის აცრისთვის „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები გამოიყენება.