მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ორსულების აცრა ნებისმიერ ტრიმესტრში უსაფრთხოა“ - დავით გაგუა

ექიმი-გინეკოლოგი
1634042474
COVID-19

მეან-გინეკოლოგის დავით გაგუას განცხადებით, ორსულებში აცრის შემდგომი გართულებები პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა.

მისივე განმარტებით, ორსულების აცრა ნებისმიერ ტრიმესტრში უსაფრთხოა.

„პრაქტიკულად არ ყოფილა. ჩვენი მოსახლეობა მცირეა, განსაკუთრებით ორსულების რაოდენობით, ამიტომაც, როდესაც აშშ-ში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა დიდი კვლევა, როცა დაახლოებით 300 000 ორსული აიცრა და არ იყო გამოვლენილი არავითარი გართულება, დათვლილი იყო რისკი და სარგებელი, ნახეს, რომ ბევრად უფრო სარგებლიანია აცრა, ვიდრე არ აცრა.

ამიტომ ჩაითვალა, რომ აცრა არის უსაფრთხო და უნდა აიცრას ყველა ორსული, ნებისმიერ ვადაზე, ნებისმიერ ტრიმესტრში. პაციენტის უსაფრთხოება დაცულია, რადგან „ფაიზერს“ აქვს ავტორიზაცია და ორსულები უნდა აიცრან „ფაიზერით“, - აღნიშნა დავით გაგუამ.

მისი თქმით, კორონავირუსის „დელტა“ შტამი ორსულებში განსაკუთრებულად აგრესიულად მიმდინარეობს, რის გამოც აუცილებელი და ნებადართულია ნებისმიერ ტრიმესტრში აცრა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

📣„თუ მოზრდილი მოსახლეობის 80% აიცრება, ინფიცირება 5-ჯერ, ხოლო სიკვდილიანობა 10-ჯერ შემცირდება“ - ბიძინა კულუმბეგოვი

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე