მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: არავის უთქვამს, სახლში კონდინციონერი არ ჩართოო

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე 2020
1591373100
COVID-19

დაავადებათა კონტროლის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის პაატა ინაძის განცხადებით, შეზღუდვები ყველა ტიპის კონდინციონერს არ ეხება.

მისი თქმით, კონდინცირების მრავალი სისტემა არსებობს, ხოლო დაავადებათ კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია შეეხება საყოფაცხოვრებო კონდენციონერის საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში აკრძალვას.

ამასთან იმნაძე ამბობს, რომ სახლში კონდინციონერის გამოყენება დასაშვებია.

„რეკომენდაცია არ ეხება ყველა კონდენციონერს და გამაგრილებელ სისტემას. სხვათა შორის, ეს არ ეხება სახლში რომ გვაქვს საყოფაცხოვრებო კონდინციონერი იმას, ოჯახში მაინც ერთად ვართ და სახლში კონდინციონერი არ ჩართოო, არავის უთქვამს. აქ საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდინციონერების გამოყენებაზე და აქვე დავაზუსტებ კონკრეტულად იმაზე, რომელიც მხოლოდ შიდა ჰაერს ატრიალებს, იმიტომ რომ არსებობს კონდინციონერი, რომელსაც გარედან მოაქვს ჰაერი და იმას აციებს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩვეულებრივი საყოფაცხორებო კონდენციორების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილში გამოყენება უსაფრთხოა, ამიტომ სამწუხაროდ ჯერჯერობით რეკომენდაციას ვერ გავცემთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.