მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ბოლნისის ორ სოფელში იტალია ხდება

იმნაძე ბრიფინგზე
1590129793
COVID-19

დაავადებათა კოტნროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

"პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ დაახლოებით იტალია ხდება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ განაცხადა, შეხვედრაზე იმსჯელეს, რა საშუალებით უნდა მოხდეს იქ სიტუაციის კონტროლი, მითუმეტეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.