მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე ჩინურ ვაქცინაზე: თუ ჯანმო აღიარებს, რატომაც არა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1610657518
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თუკი ჩინური ვაქცინა პრეკვალიფიცირებული იქნება, მაშინ საქართველო მის შემოტანას განიხილავს.

ფორმულას ეთერში, გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ ინტერვიუსას იმნაძემ აღნიშა, რომ ისინი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიდან აარჩევენ.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რომელიც იქნება პრეკვალიფიცირებული, მერე იქედან რომელსაც გვინდა ავარჩევთ.

თუ ჩინური ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაციას, მაშინ, ამაზე რა წინააღმდეგობა იქნება, არ მესმის. თუ იქნება აღიარებული, რატომაც არა?" - ამბობს პაატა იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია კოვაქს პლატფორმასა და პარტნიორ ქვეყნებზე, როდის მიაწვდიან ვაქცინას.

„საქართველოში შემოტანილი იქნება pfizer-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და ორი მილიონისთვის საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა pfizer-ს არ ეყოფა, იმიტომ რომ ამ რაოდენობის -80 გრადუსის ტემპერატურის მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ და ამ რაოდენობით აიცრას მთავარი რისკ ჯგუფები,“ - განაცხადა იმუნოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️თენგიზ ცერცვაძე: ოპტიმალური იქნება, რომ pfizer-ის ვაქცინის მცირე რაოდენობა შემოიტანონ

✔️გაბუნია: განვიხილავთ Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას

✔️ეკატერინე ტიკარაძე: ჩინური ვაქცინის შემოტანა კატეგორიულად არ განიხილება