მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, კორონავირუსის 4-ჯერ მეტი შემთხვევა გვექნებოდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020
1585227861
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საჭირო ღონისძიებები რომ არ გატარებულიყო, საქართველოში კორონავირუსის 4-ჯერ მეტი დადასტურებული შემთხვევა იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.

"დღეს არის 1 თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, დაახლოებით ჩვენნაირი მოსახლეობით, რომ არ გატარებულიყო ყველა ის ღონისძიება, რაც ჩატარდა თავის დროზე ეტაპობრივად ქვეყანაში, წესით ახლა 4-ჯერ მეტი შემთხვევა შეიძლება ყოფილიყო ქვეყანაში დღეისათვის.

მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება. როდესაც ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება დაიწყება, შემდეგ ვიტყვით როდის გავალთ პიკზე, ზუსტად დავასახელებთ ამ დროს. მანამდე ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ქვეყანაში იქნება დაავადების შემთხვევების მატება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდნენ.