მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე კორონათი ინფიცირებულ ექიმზე: ის არის გმირი!

იმნაძე მთავრობის ადმინისტრაციაში
1585735483
COVID-19

"ჩემი კოლეგა არის გმირი", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, მისი კოლეგა კორონავირუსით ინფიცირებულ ფსიქიურად დაავადებულ პაციენტს ემსახურებოდა, რომელთანაც კონტაქტი იყო გაძნელებული.

"ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ამ პაციენტისათვის მოევლო. სამწუხაროდ მან ბოლომდე ვერ შეძლო დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისაგან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. მისი ყველა კონტაქტი მოკვლეულია და ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი!", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.