მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: კორონავირუსის პანდემიას ინფოდემიაც მოჰყვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1600199076
COVID-19

„კორონავირუსის პანდემიას ინფოდემიაც მოჰყვა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს.

მისი თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებულმა დეზინფორმაციამ არა მარტო საქართველოს მოსახლეობის ნაწილზე, არამედ იმ ქვეყნებშიც იმოქმედა, სადაც აცრებისადმი დამოკიდებულება გაცილებით უკეთესი იყო.

„ამაზე ხომ ტროლების ქარხნებიც მუშაობენ, რათა მოსახლეობაში განხეთქილება ჩამოაგდონ. უნდა ვეცადოთ, იმ ადამიანებს, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ზოგს ხომ სჯერა, რომ ვაქცინით უნდა დაიჩიპონ. რას ვიზამთ, ადამიანები არიან, ზოგი შეცდომაშია შეყვანილი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.