დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა, ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.
„ზაფხულის ბოლოს ვლაპარაკობდი, რომ იქნებოდა გარდაცვალების შემთხვევები. როდესაც ათასობით ადამიანი ავად გახდება იქიდან სამწუხაროდ ადამიანები გარდაიცვლებიან. ბევრმა გადაიტანა ყოველგვარი პრობლემის გარეშე, რამდენი ადამიანი გახდება ავად, იმდენი დაღუპული იქნება. ეს რომ არ ყოფილიყო გაზაფხულიდან მოყოლებული ვიხვეწებოდით წესების დაცვას. დანის პირზე უნდა გავიაროთ. ერთ მხარესაც ვართ ვისაც მეტი შეზღუდვები გვინდა, მეორე მხარეს არიან ეკონომისტები, რომლებიც სხვა აზრზე არიან. იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკამაც უნდა გაუძლოს ამას“, - აცხადებს იმნაძე.
პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.
„მოსახლეობას პირბადე რომ გამოეყენებინა, დისტანცია დაეცვა, მაშინ არ გახდებოდა საჭირო სახელმწიფოს მიერ მობილობის მაქსიმალურ დაგდებაზე ღონისძიებების გატარება“, - აღნიშნა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 24 ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის 111 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი 19 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასახლეზე საგამოძიებო ფილმი გადაიღო. ფილმი გელენჯიკში, სოჭის მახლობლად პუტინის სასახლეს ეხება. ამის შესახებ dw.com იუწყება.
დღეს, 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
ცნობილია, რომ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელ პირებთან.
Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.
საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩემი დაშანტაჟება შეუძლებელია, რადგან ბევრჯერ ძალიან სარისკო და პრინციპული გადაწყვეტილება მიმიღია, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ვერავინ ვერ შეწინააღმდეგებია ამას. უბრალოდ ყველას ვთხოვ, შევეშვათ ამ სიბინძურეზე საუბარს, რადგან არასწორია მორალურადაც. ამბების შეთხზვა პოლიტიკა არაა“, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ მას შესაძლოა აშანტაჟებენ.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეზე გიორგი ვაშაძეზე შანტაჟი ხორციელდებოდეს, რის გამოც იგი პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციას არ იზიარებს.