COVID-19

პაატა იმნაძე: ტესტირებისთვის კარვების დადგმის გადაწყვეტილება ცოტა პოპულისტური იყო

გამყრელიძის მოადგილე
21:49 სამ. 20 ოქტომბერი
დაკოპირებულია

„კარვების დადგმის გადაწყვეტილება ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი მხრიდან. ბათუმში 5 კარავი იყო გაშლილი. ამან გამოიწვია ის, რომ ყველა ცნობისმოყვარე მიდიოდა და ინტერესს იკმაყოფილებდა, რამაც ლაბორატორიების გადატვირთვა და პასუხების დაგვიანება გამოიწვია. ტესტირების იმ მაჩვენებელთან დაკავშირებით, რომელიც ახლა გვაქვს, კრიტიკას ვერ მივიღებ, რადგან ამ მხრივ პრობლემა არ დგას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მასობრივი ტესტირებისთვის კარვების დადგმა შეცდომა იყო.

პაატა იმნაძემ, კორონავირუსით ინფიცირების დროს ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოქალაქეებს თვითიზოლაციისას მოძრაობა ურჩია.

„დავისვენოთ, მაგრამ ვიმოძრაოთ ხოლმე. დაახლოებით ისეთი მდგომარეობა, როგორიც გვაქვს თვითმფრინავში, არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. უნდა ვიაროთ, რადგან სისხლმა ორგანიზმში უფრო მარტივად იმოძრაოს. ძალიან კარგია ამ დროს ლიმონიანი ჩაიც, თუმცა, თუ რაიმე კლინიკური ჩვენება არსებობს, პაციენტის სტაციონარში გადაყვანა აუცილებელია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ინფექციონისტის განმარტებით, ქვეყანაში მალე შემოვა ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები, რომლებიც PCR კვლევასთან ერთად, ინფიცირების დადგენაში იქნება გამოყენებული და ის სიმპტომიან პირებს გაუკეთდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19 857შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 8666 და გარდაცვლილია 158 პაციენტი.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

👉 კორონავირუსით ინფიცირებულების 80%-ს სამედიცინო დახმარება არ სჭირდება

👉 რჩევა - როგორ უნდა ვიმოქმედოთ, თუკი კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდა

👉 რჩევები - რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციის შეწყვეტამდე

ბერ-დიაკონი კირიონი
კორონავირუსით
გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი...

მათივე ინფორმაციით, მამა კირიონს ელიას მთაზე მდებარე წმინდა საბა განწმენდილის სა...
13:32
„ვიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მედია ამას გაიგებს ან ჯგუფიდან (ფეისბუქიდან) ა...
54 წუთის წინ
მათივე ცნობით, იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნ...
55 წუთის წინ
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან რაიმე ადეკ...
14:09
მისი თქმით, მდგომარეობა კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა კიდევ უფრო გაართულა. მანამდე ო...
14:07
რუსი ჟურნალისტები თურქულ
უპილოტო აპარატებს
უღებდნენ

თურქეთში რუსი ჟურნალისტები დააკავეს, რომლებიც...

სტამბოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათ რუსეთის ორი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უ...
300 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 6 084...
„შეგახსენებთ, რომ სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელი...
„პასუხი გვინდა დღის ბოლომდე“ - ზურაბ ჯაფ...
ზურაბ ჯაფარიძე შექმნილი სიტუაციის გამო ბოდიშს კიდევ ერთხელ იხდის: „თუ ვინმეს პა...
11:20
თბილისი 2 053, იმერეთი 931 - ეპიდვითარებ...
ᲓᲔᲓᲐᲥᲐᲚᲐᲥᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲐᲮᲘᲗ: 🛑 თ...