მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს იმას, თუ ყველა ავად გავხდებით

NCDC-ის დირექტორის მოადგილე
1604576353
COVID-19

„ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებას. სულ რომ გერმანული საავადმყოფოები აქ გადმოვიტანოთ, გერმანელი ექიმებით, ისიც ვერ გაუძლებას იმას, თუ ყველა ავად გავხდებით, და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან, ქვეყანაში უკვე ოფიციალურად ანტიგენზე დამყარებული ტესტი კორონავირუსით ინფიცირების დადგენისთვის გამოიყენება.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სწრაფი ტესტებით მოხდება კორონავირუსზე სამედიცინო პერსონალისა და სხვა აუცილებელი სამსახურების თანამშრომლების კვლევა.

👉ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 49218 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 33459 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 401 გარდაცვლილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉პრემიერი: ჰოსპიტალურ სისტემაზე გადის ახლა გამარჯვების ან დამარცხების ხაზი

👉გახარია: ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური აქტივობა დააჩქარებს ვირუსის პიკს და სიტუაცია დამძიმდება

👉საღამოსა და ღამის საათებში გადაადგილება შესაძლოა შეიზღუდოს