მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა კვიჟინაძე ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე Pia.ge
1617711457
COVID-19

პარლამენტის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე ასტრაზენეკას ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა. დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

„აუცილებელია აიცრას მოსახლეობა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები იმისთვის, რომ ყველაფერი გაიხსნას, დავიწყოთ ტურისტების შემოდინება და ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს,“- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა

როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში? - 6 აპრილის სტატისტიკა

მოვდუნდით და ამის გამო ქვეყანაში პრაქტიკულად მესამე ტალღა გვაქვს - თემურ მიქელაძე