მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანდემია არ ემორჩილება უკუსვლას“ - ამირან გამყრელიძე

NCDC-ის დირექტორი
1600776019
COVID-19

დღეს, 22 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემია გლობალურად არ ემორჩილება უკუსვლას, რადგან ინფიცირებულია 31 მილიონზე მეტი ადამიანი.

„გასაკვირი არ იყო, რომ ინფიცირებულთა მატება გვექნებოდა და ეს დაიწყებოდა აჭარის რეგიონიდან, რადგან გვქონდა ძალიან დიდი მობილობა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძეს თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2 პროცენტი, აჭარაში კი 3 პროცენტი.

მისივე თქმით, 23 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე ტესტირების საშუალო დღიური მაჩვენებელი იყო 4500, სექტემბრის დასაწყისში უკვე გახლდათ 8 600, ბოლო ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7 763.

„აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე 2 237 პედაგოგიდან 71%-ს ჩაუტარდა ტესტირება და 8 მათგანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, 3 პაციენტი კი გარდაიცვალა.