მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანდემიის კონტროლისთვის მოგვიწევს ბავშვების ვაქცინაციაც“ - ინფექციონისტი

ექიმი-ინფექციონისტი
1607782165
COVID-19

ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ქსელის ერთ-ერთი პროგრამის დირექტორის, ექიმ-ინფექციონისტის მამუკა მაჩაიძის განცხადებით, პანდემიის გავრცელების კონტროლისთვის ბავშვების ვაქცინაციაც საჭირო იქნება. 

მისი თქმით, მცირეწლოვნებში ვაქცინის გამოყენების დამტკიცებას დამატებითი კვლევები სჭირდება.

„ბავშვების შემთხვევაში, მაგალითად Pfizer-ის ვაქცინის 12 წლის ზემოთ გამოყენება დაშვებული გახდა მხოლოდ წინა თვეში. ამაზე პატარა ასაკის ბავშვები კვლევაში ჯერ არ შეუყვანიათ. ბავშვებს კორონავირუსის ვაქცინას ჯერ არავინ შესთავაზებს, რადგან მათთვის კვლევა მხოლოდ ახლა იწყება. ჩემი აზრით, ეს პროცესი 2022 წლამდე მაინც გასტანს, სანამ ვაქცინა ბავშვებისთვის საქართველოში ჩამოვა“, - აღნიშნა მამუკა მაჩაიძემ სატელევიზიო ინტერვიუში.

როგორც მან განმარტა, ბავშვებსა და სტუდენტებს კორონავირუსის გავრცელებაში დიდი როლი აქვთ.

„ბავშვებში კორონავირუსი იშვიათად მძიმდება, თუმცა ბავშვები და სტუდენტები ძალიან ხშირად არიან გამავრცელებლები. ამიტომ საბოლოოდ, პანდემიის კონტროლი თუ გვინდა, ჩემი წარმოდგენით, მოგვიწევს ბავშვების ვაქცინაციაც“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ერთ-ერთი ვაქცინის შემოტანა 2021 წლის მარტში იგეგმება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის უფრო ადრე შემოტანაზეც.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 შალვა ნათელაშვილი მთავრობას კოვიდვაქცინაციის დაწყებისკენ მოუწოდებს

👉 აშშ-ში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ოფიციალურად დაარეგისტრირეს

👉 თამარ გაბუნია: ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო კორონავირუსის ვაქცინას გაზაფხულზე მიიღებს