მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტსა და მთავრობაში "ოცნების" წარმომადგენლები StopCov ფონდში ხელფასის 1/3-ს ჩარიცხავენ

ქართული ოცნების ლოგო
1585834122
COVID-19

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები, პარლამენტსა და მთავრობაში, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"საჭიროებისამებრ, მომავალში მზად ვართ შევიტანოთ დამატებითი წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარმწუნებული ვარ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც , ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.