მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პაციენტების 10-30%-ს, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია განმეორებით ესაჭიროებათ“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1611063794
COVID-19

„სხვადასხვა კვლევებმა, მათ შორის უჰანში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, პაციენტების 73%-ს დაავადების ერთი გარკვეული ნიშანი 6 თვის განმავლობაში რჩებათ, რომელიც ე.წ. ხანგრძლივ კოვიდს ახასიათებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის გადატანის შემდეგ შესაძლო გართულებებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოშიც გამოვლინდა შემთხვევები, როცა კორონავირუსის დამარცხების შემდეგ პაციენტებს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ.

„ჩვენთან მსგავსი შემთხვევები დადასტურებულია, თუმცა ზუსტი მონაცემები არ ვიცით. სხვადასხვა კვლევების მიხედვით მსოფლიოს მაშტაბით 10-დან 30%-მდე პაციენტებს, რომელთა შემთხვევაშიც დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა, კვავ სჭირდებათ ჰოსპიტალში მიბრუნება“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტებს სხვადასხვა გართულებებით საავადმყოფოში მკურნალობის გავლა კვლავ დასჭირდათ. ჯერჯერობით უცნობია მათი ზუსტი რიცხვი და გართულებების შესახებ ინფორმაცია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ადამიანები, რომელთაც კორონავირუსი დაამარცხეს, შესაძლოა ინფექციას მაინც ავრცელებდნენ

ხუთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დადასტურდა