მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალ შტამის მიმართაც ეფექტურია

კორონავირუსის ახალი შტამი
1610109351
COVID-19

ბოლო გამოკვლევების თანახმად, Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინამ შეიძლება კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმოქმედოს. ინფორმაციას associated press ავრცელებს.

მკვლევარებმა გამოიყენეს 20 ადამიანის სისხლის ნიმუში, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა, რომელიც Pfizer–მა და მისმა გერმანელმა პარტნიორმა BioNTech– მა შექმნეს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პირების სისხლში გამომუშავებულმა ანტისხეულებმა წარმატებულად გაუწიეს წინააღმდეგობა კორონავირუსის ორ ახალ შტამს.

ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ დიდ ბრიტანეთში ნაპოვნი ვარიანტი - რომელიც ინგლისის დომინანტ ტიპად იქცა - ჯერ კიდევ მგრძნობიარეა ვაქცინების მიმართ. ეს მუტაცია ახლა ნაპოვნია აშშ-სა და სხვა მრავალ ქვეყანაში.

Pfizer–ის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა მუშაობს 15 დამატებითი შესაძლო ვირუსის მუტაციის წინააღმდეგაც.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

იხილეთ აგეთვე:

▶️საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

▶️BBC: მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

▶️ამერიკაში ერთ დღეში კორონავირუსით 4 134 ადამიანი გარდაიცვალა