მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Pfizer და BioNTech: ვაქცინა 95%-ით ეფექტურია, ეს საბოლოო ანალიზია 

რუსული მედია Pfizer-ის ვაქცინაზე
1605704784
COVID-19

Pfizer და BioNTech-ის განცხადებით, საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. ამის შესახებ CNN წერს. 

Pfizer– მა კორონავირუსის ვაქცინის მე-3 ფაზის კვლევა ჩაატარა, საბოლოო ანალიზი კი 95%-იან ეფექტურობას აჩვენებს, მათ შორის ხანდაზმულ ადამიანებში.

Pfizer-ს თავდაპირველად 90%-იან ეფექტურობაზე ჰქონდა პრეტენზია.

„ეფექტურობა თანმიმდევრული იყო ასაკის, რასისა და ეთნიკური წარმომავლობის დემოგრაფიულ მაჩვენებლებში. 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში 94%-ზე მეტი ეფექტურობა დაფიქსირდა“,- ნათქვამია Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივ განცხადებაში.

დამოუკიდებელი ჯგუფი თვალყურს ადევნებს შედეგებსა და გვერდით ეფექტებს.

„დღეისათვის, კვლევის მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება არ გამოუთქვამს“, - აცხადებენ კომპანიები.

როგორც კომპანიები ამბობენ, პირველი ან მეორე დოზის მიღების შემდეგ მე-3 ხარისხის მწვავე გვერდითი მოვლენა იყო 2%-ზე მეტი. ხანდაზმულ ადამიანებში ნაკლები და უფრო მსუბუქი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 თბილისი 1 318, აჭარა 512 - კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

🔶 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა

🔶 როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას? - ვაქცინის შემქმნელის განცხადება