მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისში „ფაიზერის“  რეგისტრაციის ჯავშნები  პრაქტიკულად შეივსო“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1616764195
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია 15 22-ზე შექმნილ ტექნიკურ ხარვეზს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცხელ ხაზზე გარკვეული შეფერხებები  15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარებმა და ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციის მსურველების მაღალმა  აქტივობამ გამოიწვია. 

„ვაქცინების პორტალზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით მაღალი აქტივობა იყო, 15 22-ზე დიდი რაოდენობით ზარი შემოვიდა.

მოლოდინის პერიოდი სხვა დროსთან შედარებით ხანგრძლივი იყო და სწორედ ამან გამოიწვია გარკვეული შეფერხებები.

ჩვენ ვმუშაობთ , როგორც ტექნიკურ ჯგუფთან , ისე სილქნეტთან, რათა მოქალაქეებმა პასუხი სწრაფად მიიღონ.

„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში. ადგილები არის ქუთაისსა და ბათუმში.

ველოდებით შევსებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დარჩება .

მას შემდეგ რაც ყველაფერი შეივსება, დაახლოებით 3 000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში , კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო, რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა.

ადგილები, რომლებიც ახლა არის გამოყოფილი 14 აპრილამდე პერიოდშია.

6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდება შესაძლოა სამუშაო საათები გახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ დოზების ასახვა, რომელიც მარაგში იქნება. ეს მას შემდეგ გვეცოდინება რაც ქუთაისის და ბათუმის რეზერვები ამოიწურება“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ .