მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაუჩი: კორონავირუსის ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი
1603637369
COVID-19

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ექიმ ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა აშშ-ში 2020 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იყოს.

ფაუჩის თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობით იქნება და პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილდება.

„2021 წელს სავარაუდოდ ფართოდ გავრცელდება“, - აცხადებს ფაუჩი.

მისივე თქმით,რეგულაციების დაცვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც ძალაში დარჩება.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით ამერიკის შეერთებული შტატები კოვიდინფექციის გავრცელების კუთხით კვლავ მოწინავე პოზიციაზეა. შტატებში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 მლნ-ს უახლოვდება.