მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის სანქციები მკაცრდება

პირბადე 20 თეთრად
1613650584
COVID-19

პარლამენტმა განიხილა საკითხი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ახალ კანონპროექტს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება როგორც დახურულ, ასევე ღია საჯარო სივრცეებში.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ და ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე დახურულ ან ღია საჯარო სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის წესის დარღვევისთვის განმეორებით დაჯარიმდება, დადგენილი სანქციით 40 ლარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამ დრომდე მოქმედი რედაქცია პირბადის წესის დარღვევის გამო დაჯარიმებას მხოლოდ დახურულ სივრცეებში ითვალისწინებდა.

ჯარიმა მკაცრდება პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით, იმ დაწესებულებისთვისაც, სადაც პირბადის გარეშე მომხმარებლის დაშვება განმეორებით მოხდება. აღნიშნული ქმედების გამო დაჯარიმდება საჯარო სივრცის მფლობელი 1000 ლარით.

ინფორმაციისთვის, კანონპროექტის ინიციატორები არიან: ზაზა ლომინაძე, დიმიტრი ხუნდაძე, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე.

✔️„ერთის ნაცვლად ორი პირბადე“ - მსოფლიო COVID-19-თან ბრძოლას აორმაგებს

✔️პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✔️ევროკავშირი და WHO ერთიანდებიან საქართველოში COVID 19 - ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის