მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1627587122
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

„ძირითადი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, იქნება დაკავშირებული შესაძლებლობებთან, პირველი ვაქცინის შემდეგ ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანებში ჩანაცვლდეს მეორე, განსხვავებული ვაქცინით. ასეთი ალერგიული რეაქციები ერთი შეხედვით ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ველოდებით, რომ 400 ათას ადამიანში თითქოსდა ბევრი უნდა იყოს გვერდითი მოვლენა, სულ 100-მდეა დაფიქსირებული და მათ შორის სულ 3-ია სერიოზული, ალერგიულ რეაქციას ვგულისხმობ. საუბარია ყველა ვაქცინაზე, რაც საქართველოშია გამოყენებული. ამიტომ, ასეთ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რადგან პირველ დოზაზე ჰქონდათ ალერგიული რეაქცია, მეორე დოზა გაიკეთონ სხვა ტიპის ვაქცინით. ხვალ იქნება ამაზე მსჯელობა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 „ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადამიანებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრიან“

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები?