მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირის ღრუს გამორეცხვას შეუძლია COVID-19 30 წამში მოკლას

პირის ღრუს სავლები
1605644060
COVID-19

კარდიფის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირის ღრუს სავლებს, რომელიც შეიცავს 0,07% ცეტიპირიდინიუმის ქლორიდს, შეუძლია ებრძოლოს კორონავირუსს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირის ღრუს „გამრეცხი“, რომელიც შეიცავს არანაკლებ 0,07 პროცენტის ცეტილპირიდინიუმის ქლორიდს (CPC), ვირუსის შემცირების „პერსპექტიული ნიშნებს“ აჩვენებს.

„ურეცეპტოდ პირის ღრუს სავლების გამოყენების შედეგად შეიძლება კორონავირუსი მოკვდეს ექსპოზიციიდან 30 წამში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინასწარი ანგარიში, რომელიც ჯერჯერობით არ განიხილება, მხარს უჭერს გასულ კვირას გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმად, CPC შემცველი პირის ღრუს გამრეცხი ხელს უწყობს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ვირუსული დატვირთვის შემცირებას.

კარდიფში, უელსის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პაციენტებზე ჩატარებული კლინიკური გამოკვლევის წინ უნდა გაირკვეს, შეუძლია თუ არა პირის ღრუს სავლებს კორონავირუსის შემცირება პაციენტის ნერწყვში. დასკვნები კი 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.

როგორც პარადონტოლოგმა ნიკ კლეიდონმა აღნიშნა, პირის ღრუს გამორეცხვა შეიძლება გახდეს კორონავირუსთან ბრძოლის მნიშვნელოვანი იარაღი, ხელის დაბანასთან, ნიღბის ტარებასთან და დისტანციის დაცვასთან ერთად.

ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.