მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველად ევროპაში, კოვიდინფიცირებულ პაციენტს ფილტვები გადაუნერგეს

გადასანერგი ფილტვები
1590412932
COVID-19

ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში კოვიდინფიცირებულ პაციენტს ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაწესებულების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოპერაცია გაუკეთდა 45 წლის ინფიცირებულ ქალს, რომელსაც ფილტვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. ერთი თვის განმავლობაში პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იყო, ხოლო მას შემდეგ რაც ორგანოს გადარჩენა უკვე ვეღარ მოხერხდებოდა, ეიქმებმა ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

"ჩვენი შეფასებით, ახლა ის თავს მშევნივრად გრძნობს, მისი მდგომარეობა კარგია, სერიოზული პრობლემები არ გვაქვს. იგი ნელ-ნელა იბრუნებს ცნობიერებას. ორგანოები კარგად ფუნქციონირებს, ყველას გვიხარია, თუმცა მის საბოლოო გამოჯანმრთელებას გარკვეული დრო დასჭირდება",- აცხადებს სამედიცინო პერსონალი.

ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე, ინფიცირებული ქალი ვენაში ვერტმფრენით კლაგენფურტიდან გადაიყვანეს. ახლა მას კორონავირუსის ნიშნები კვლევ უჩანს PCR ტესტში, თუმცა მათ ინფიცირების უნარი აღარ აქვთ.

პაციენტს ინფიცირებამდე, 2 თვით ადრე, არავითარი დაავადება არ ჰქონია, რაც ექიმების განცხადებით, წარმატებული ტრანსპლანტაციის საწინდარი გახდა.