დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ეპიდაფეთქების პირველი ფაქტორი არის რეგულაციების დარღვევა და „სუფრები“ რომელსაც საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიების დროს მართავს.
„თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. დიდი კლასტერები ქეიფების, ჭირის სუფრების, ქორწილების შემდეგ მივიღეთ, ამიტომ ამ პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ მსგავსი ქმედებებისაგან და ამას უნდა გადავეჩვიოთ, პირველი ჩვენი მტერი არის სუფრები.
სადაც არის დაცული რეგულაციები, იქ რისკი არის დაბალი. პირველი რეგულაცია ესაა, რომ უნდა ვატაროთ პირბადე.
სადაც არის ეპიდაქფეთქებები ვხედავთ, რომ დასახლებულ პუნქტებში მკაცრდება რეჟიმი. ასე იქნება მომავალშიც“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მთელ საქართველოში ვაქცინაციის ცენტრების დამატება იგეგმება.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 7 აპრილის მონაცემებით 285 645-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 275 547 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 2,48%, ბოლო 14 დღის - 1,98%, ბოლო 7 დღის - 2,42%-ია.
იხილეთ აგრეთვე:
✅„ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის ვაქცინაცია მეტად ხელმისაწვდომი გახდება“ - ტიკარაძე
✅„2-3 კილომეტრი ფეხით რომ გაიაროთ, ცუდია?“ - ამირან გამყრელიძე
✅ვაქცინაციის სურვილის დაფიქსირება მოქალაქეებს ახალ ვებ-პორტალზე შეეძლებათ
„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.
„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.
სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.