მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების 3 პაციენტი კორონავისურისგან განიკურნა

ბოქსირებული პალატა
1589010174
COVID-19

"რეანიმაციაში მყოფ 3 პაციენტთან ორჯერადად ჩატარებული ტესტის შედეგად კორონავირუსი არ დასტურდება",- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, განმეორებით კვლევებზე კიდევ 11 პაციენტის შედეგები უნდა გხდეს ცნობილი.

კლინიკაში 2 ახალი პაციენტი ჰყავთ და მათ ნიმუშებზე ლუგარის ლაბორატორიდან "პისიარ" კვლევის პასუხებს ელოდებიან.

"მათ სწრაფი ტესტით აქვთ დადასტურებული კორონავირუსი და ველოდებით შედეგებს ლუგარის ლაობრატორიიდან", -აღნიშნა ლევან რატიანმა.

კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 78 პაციენტი მკურნალობს. მათგან 58-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.