მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის საქმიანობას დაუბრუნდება - თამარ გაბუნია

პაციენტები კლინიკის ფოიეში
1610973769
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, პირველი თებერვლიდან ზოგიერთი კლინიკა თავის მულტიფუნქციურ საქმიანობას დაუბრუნდება. 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, დღეს 7 000-მდე საწოლია მობილიზებული სისტემაში.

მისივე თქმით, დიდ გამოწვევას გაუძლო ჯანდაცვის სექტორმა და ბოლო პერიოდში კლინიკებს გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება აქვთ.

„300-მდე საწოლის დემობილიზაციას გავაკეთებთ პირველი თებერვლიდან, რადგან იკვეთება სხვა სერვისების მოწოდების საჭიროება და რადგან ამის საშუალება არის, ზოგიერთი კლინიკა დაუბრუნდება თავის საქმიანობას.

თუმცა, დიდი ნაწილი დარჩება და მათ დემობილიზაციაზე თამამად ვერ ვისაუბრებთ ჯერ, ვიდრე არ გავივლით გახსნის ეტაპებს. თებერვალი გვაჩვენებს საით მივდივართ და მარტისთვის საწოლების რაოდენობა დაგვჭირდება, მაქსიმალური მობილიზაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მოხდეს საწოლების დაბრუნება მობილიზაციის რეჟიმში“, - განაცხადა „დღის კურიერთან“ საუბარში თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 247 915-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „საქართველოს შეუძლია ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს“ - თამარ გაბუნია

✔️ „3 ეტაპია გეგმაში განსაზღვრული“ - თამარ გაბუნია ვაქცინაციაზე განმარტებას აკეთებს