მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრაღაში, COVID 19-ის საველე ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული არცერთი პაციენტისთვის არ უმკურნალიათ

პრაღა, საველე ჰოსპიტალი - Pia.ge
1605863849
COVID-19

დროებით საველე საავადმყოფოში, რომელიც ლეტანის პრაღის საგამოფენო ცენტრში COVID 19-ის მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტების მისაღებად მოეწყო, ერთი თვის შემდეგ, არცერთი პაციენტი არ  იქნა ჰოსპიტალიზირებული, ამის შესახებ  Česká televize იუწყება.

ამ დროისთვის ფართის იჯარა 26 მილიონი ჩეხური კრონია (3 872 726 ლარი). კონტრაქტის ვადა ნოემბრის ბოლოს იწურება, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს იჯარის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

500 საწოლიანი საავადმყოფო ჩეხეთის არმიამ ოქტომბერში ააშენა, როგორც კოვიდ 19-ის სწრაფად მზარდ შემთხვევაზე რეაგირების ობიექტი. მშენებლობას ორგანიზება ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა გაუწია, ხოლო პრემიერ მინისტრმა ანდრეი ბაბიჩმა განაცხადა, რომ პრაღის ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის შემთხვევაში საჭირო იყო დამატებითი შესაძლებლობების შექმნა. სახელმწიფომ, ასევე, საწოლთა მწარმოებელი LINET–ისგან საავადმყოფოსთვის 4,000 საწოლი შეიძინა.

ბულოვკის საავადმყოფო, რომელიც საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი, სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.

„საავადმყოფო ჯერ არ ფუნქციონირებს და ეპიდემიოლოგიური ვითარება არც იმას მიანიშნებს, რომ რამე სხვაგვარად უნდა იყოს”, - განუცხადა Novinky.cz- ს საავადმყოფოს სპიკერმა მირკა კატრიკოვამ.

საავადმყოფოს ძირითად ნაწილს ათი ცალკეული განყოფილება აქვს, თითოეულში 50 საწოლია. მათ, ასევე, აქვთ ლაბორატორიები, რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფიები, ასევე, დაზინფექციის განყოფილებები სამედიცინო პერსონალისთვის.

25 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ობიექტის მშენებლობა დასრულდა, ჩეხეთი COVID 19-ის შემთხვევების ექსპონენციალური ზრდიდან სტაბილურ ვარდნაზე გადავიდა.

Keská televize– ს თანახმად, „წითელი ჯვრის“ ჩეხეთის ფილიალი იყენებს შენობებს და ჯარისკაცებს საავადმყოფოებსა და სოციალურ დაწესებულებებში ექთნების დასახმარებლად ამზადებს. ისინი სწავლობენ პაციენტის საწოლზე განთავსებას, მათთვის საკვების მიწოდებას და პირადი ჰიგიენის დაცვის წესებს. ათი დღის განმავლობაში 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება.

ცენტრალური კრიზისული შტაბის უფროსმა, იან ჰამაჩეკმა (CSSD) საავადმყოფოს მომავალზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა ჯანდაცვის სამინისტროსა და გამქირავებელს შორის (ჩეხი მილიარდერი პაველ სეხნალი). ცენტრალურ კრიზისულ შტაბს ამასთან საერთო არაფერი აქვს, ”- აღნიშნა ჰამაჩეკმა.

მიმდინარე იჯარის ფარგლებში, რომელიც ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 30 ნოემბრამდე გრძელდება, Sehnal–ის კომპანიამ 20.5 მილიონი ჩეხური კრონა მიიღო დღგ–ს გარეშე. ადრე Novinky.cz– ს განუცხადეს, რომ ეს იყო ყველაზე დაბალი ფასი, რომელმაც შესაძლოა, საექსპლუატაციო ხარჯებსაც კი ვერ დაფაროს.