COVID-19

პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართა

პრემიერ-მინისტრმა
კლინიკების
ხელმძღვანელებთან
დამატებითი რესურსის
მობილიზების კუთხით
გადადგმულ ნაბიჯებსა და
საწოლფონდის ეფექტურ
მართვაზე მორიგი შეხვედრა
გამართა
1606140987
დაკოპირებულია

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის  პროცესში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი კოვიდ-კლინიკების წარმომადგენლებს ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის შესახებ, ასევე - რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ბოლო შეხვედრის შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზების მიმართულებით. გარდა ამისა, რა საჭიროებებს ხედავენ კლინიკის ხელმძღვანელები, რათა გაიზარდოს როგორც მოქნილობა, ასევე ეფექტურობა.

კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით მუშაობას განაგრძობენ. მათი ინფორმაციით, ასევე კონტროლდება ვითარება იმ კოვიდ-სასტუმროებში, რომლებიც თითოეული კლინიკის თერაპიული მართვის ქვეშ იმყოფება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აქტიურად ხდება ჟანგბადის კონცენტრატებით მომარაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით შეფერხებები არ არის.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მნიშვნელობას, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შეხვედრისას განაცხადა, კოვიდ-სასტუმროებში მობილიზებულია საკმაოდ ფართომასშტაბიანი საწოლფონდი, რომელიც აღჭურვილია ჟანგბადის კონცენტრატორებით და მათ მართავენ კონკრეტული კლინიკები საკუთარი მედპერსონალის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების უფრო მარტივ წვდომას საჭირო სამედიცინო მომსახურებაზე.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, სიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

ამასთან, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და რესურსების ეფექტური მართვის მიზნით კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები რეგულარულად, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია, 2020 წ.

გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის...

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით კორონავირუსის დამარცხების გზა რამდენიმე მიმართულებაზე გადის, რომელთაგან ერთ-ერთი ანტივირუსული წამლების გამოყენება იქნება. 

1611653867

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში 15:00 საათზე კანცელარიასთან აქციას აანონსებს.

1611653348

„სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

1611653048

2021 წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

1611652995
აფხაზეთის ე.წ. საგარეოს
განცხადება

სოხუმი: საქართველო ცდილობს აჩვენოს, რომ ისტორ...

სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

ევროპარლამენტარმა ეს განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდაჭერის ნიშნად გააკეთა. სასამართლომ 21 იანვარს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება. 

„შეზღუდვა ვინმეს თვითმიზანი არ არის“ - მ...

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თვითმიზანი არ არის და გარდა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა, მას სხვა ბენეფიტები არ აქვს. 

გიორგი გახარია: ყველამ ერთად, თანმიმდევრ...

დღეს, ვიცე-პრემიერი,  მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი,  მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს

დღეს „ნიკორას“ დიღმის ფილიალში დაპირისპირება მოხდა  მაღაზიის თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის.