მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19-ით ინფიცირებული მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან მე-12 პაციენტი გარდაიცვალა, 14 მაისი 2020 წ.
1589440088
COVID-19

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილია 81 წლის ქალი.

"ეს სამწუხარო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ყველანაირი, ასე თუ ისე წარმატებული ბრძოლა ინფექციის და პანდემიის წინააღმდეგ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს არის დიდი ხნის პროცესი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ვირუსი, როგორც ჩანს ჩვენთან დარჩება დიდხანს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსისგან ქვეყანაში 12 პაციენტია გარდაცვლილი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 652 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 383 გამოჯანმრთელდა.