მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ეპიდვითარებაზე: აშკარაა, რომ სიტუაცია უფრო მძიმდება

საქართველოს პრემიერმინისტრი ფოთში
1585901469
COVID-19

მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, COVID-19-ის გავრცელების კუთხით სიტუაცია უფრო მძიმდება.

„დღეს, სამწუხაროდ, გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ, დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფექციის 148 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი.