მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: კოვიდ ფონდის თანხას მეორე ტალღისთვის ვინახავთ

პრემიერი პარლამენტში
1593179407
COVID-19

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით კოვიდ ფონდში ჩარიცხულ თანხას კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ინახავენ.

„მოგეხსენებათ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევაა, არაპროგნოზირებადობა. წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა უზრუნველყოფილია. გავიგეთ, რომ საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მაღალი გაურკვევლობის პირობებში მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის სტანდარტი იყოს დაცული.

კოვიდ ფონდის ფულს თქვენი რჩევებით გამოვიყენებთ, ამას გაგახსენებთ, პოლიტიკური სპეკულაციები რომ არ დაიწყოთ. თქვენ როგორც გვირჩევთ, ისე გამოვიყენებთ“,- მიმართა გიორგი გახარიამ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. ის დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა. 

stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ ფონდში ჩარიცხულია ჯამში 134 214 386 ლარი.