საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ Covid-19-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, ჰოსპიტალური სექტორის რესურსის დაზოგვის მიზნით, სასტუმროების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე ისაუბრა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან ინფიცირების რაოდენობა მზარდია, აუცილებელია ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვა, რათა მძიმე და კრიტიკული პაციენტებისთვის თავისუფალ ადგილებთან დაკავშირებით შეფერხებები არ შეიქმნას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის მიზნით მნიშვნელოვანია საშუალო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტების სასტუმროებში გადანაწილება და ამ ნაწილში, ყურადღება გამახვილდა უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზეც, ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვების 2-თვიანი გეგმიდან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით მობილობა საგრძნობლად შემცირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვას და მომდევნო პერიოდში სიტუაციის დასტაბილურებას.
კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ საწოლფონდთან, წინა შეხვედრის შემდეგ მოძიებულ დამატებით რესურსებთან და იმ რეზერვებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მობილიზდეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან დღემდე, 30 ნოემბრის ჩათვლით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 135 ათასს გადააჭარბა.
ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
„სამწუხაროდ 21-ე საუკუნის საქართველოს ოპოზიციაში გრძელდება ადამიანთა ექსპლუატაცია, მათ ვერ შეძლეს სააკაშვილისგან გათავისუფლება, რომელიც დიდი ხანია ჩამოლაბორანტებულ პოლიტიკოსს წარმოადგენს, როგორც ჩანს მოქმედ ოპოზიციასაც იგივე მოელის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, სკოლები ბრიტანეთში 8 მარტამდე ვერ გაიხსნება. ამის შესახებ mirror.co.uk იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმა წარადგინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ცხინვალის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ დილაობით ქალაქის ქუჩებში მკვდარ ძაღლებს აწყდებიან. ძაღლებს ქალაქის მერიის ბრძანებით ხოცავენ. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.42 თეთრი შეადგინა.