მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერ-მინისტრი: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თვითმიზანი არ არის

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი
1584471757
COVID-19

"საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა დღეს უკვე მზად არის უკვე, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება, ეს არ არის თვითმიზანი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერში" განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ თემით სპეკულირება არ შეიძლება.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გარკვეული ბალანსის დაცვა. რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად და გეგმის მიხედვით სახელმწიფო უკვე მზად არის. შემთხვევით არ მითქვამს, რომ უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა 28 იანვარს. მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყნებში საერთოდ რეაქციაც არ ჰქონდათ დაწყებული. საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს. ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვაცხადოთ ხვალ, ზეგ, მაგრამ არ შეიძლება ამის გამოცხადება. ეს არ არის თვითმიზანი. დღეს ჩვენ რომ გვაკლდეს ისტრუმენტები იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესი ვმართოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებდით. არ შეიძლება ამით სპეკულირება. ჩვენი მთავარი ამოცანაა არანაირი შიში, მხოლოდ ეფექტური მოქმედება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. ინფიცირებულთან 12 პირს პნევმონია აქვს, მათგან ოთხის მდგომარეობა კი, შედარებით მძიმეა.

საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი განკურნებული პაციენტი კლინიკიდან 15 მარტს გაეწერა.