მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი ამბობს, რომ რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინა შექმნეს

ვლადიმერ პუტინმა ასლან ბჟანიას მიულოცა
1602681328
COVID-19

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყენაში Covid 19-ის წინააღმდეგ რიგით მეორე ვაქცინა შეიქმნა. ამის შესახებ Meduza იუწყება.

მისი თქმით, ახალი ვაქცინის სახელწოდებაა „ეპი ვაკ კორონა“ და ის ნოვოსიბირსკის ვირუსოლოგიის და ბიოტექნიკის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრში შეიქმნა. „ძალზე მალე მესამე ვაქცინაც იქნება დამზადებული, რომელსაც ჩუმაკოვის სახელობის ცენტრი შექმნის“ - განაცხადა პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე.

ამის შემდეგ “ეპი ვაკ კორონას“ კლინიკური კვლევა 40 ათას მოხალისეზე მოხდება.

ცნობისთვის, რუსეთში პირველი დარეგისტრირებული ვაქცინა Covid 19-ის წინააღმდეგ „სპუტნიკ-V"-ია, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შეიქმნა.