მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა დროში, რა ფასად და სად კეთდება კორონავირუსის ტესტი თბილისში?

კორონავირუსზე კვლევა თბილისში
1603363645
COVID-19

თბილისში კორონავირუსზე უფასო ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებსა და პროტოკოლით გათვალისწინებულ (ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ, სიმპტომიან) პირებს უტარდება. ფასიანი PCR კვლევის ჩატარება კი ბევრ კლინიკაშია შესაძლებელი.

კვლევის პასუხისთვის საჭირო დრო და ფასი განსხვავებულია. ტესტირების ღირებულება 110 ლარიდან იწყება და 200 ლარამდე მერყეობს.

📌ტესტირების ღირებულება 110 ლარია კლინიკა „ნეოლაბში“. პასუხის გასაგებად 24 საათია საჭირო. თუ შედეგის მიღება დაჩქარებული წესით, 7 საათში, გინდათ - ტესტის ღირებულება 220 ლარს შეადგენს.

კლინიკას, ასევე, აქვს ბინაზე გამოძახებით ტესტის გაკეთების სერვისი, რომლის ღირებულებაც 150 ლარია და პასუხის მიღებას 24 საათში შეძლებთ.

📌„ევექსის“ პოლიკლინიკების ბენეფიციარებს კორონავირუსზე PCR კვლევის ჩატარება 110 ლარად შეუძლიათ, ხოლო სხვა მსურველებისთვის ტესტირების ფასი 150 ლარია. პასუხის გაგება 24 საათის შემდეგ არის შესაძლებელი.

კლინიკაში, ასევე ,აქვთ ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები, რომლებიც პასუხს დაახლოებით, 20 წუთში იძლევა. სწრაფი ტესტის ფასი 50 ლარია.

📌კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ კორონავირუსზე კვლევის ჩატარებას 120 ლარად შეძლებთ. კვლევის პასუხს კი 48 საათში მიიღებთ.

📌მხოლოდ ბინაზე გამოძახების სერვისი აქვს კლინიკა „ციტოს“. მომსახურეობის ფასი 200 ლარია და პასუხის მიღება 24 საათშია შესაძლებელი. ცალკეა გამოყოფილი „ციტოს“ კლინიკასთან არსებული ლაბ ექსპრესი, რომელიც მხოლოდ კოვიდტესტირებას ემსახურება. ტესტირების ფასი 150 ლარია, ხოლო პასუხს 24 საათში მიიღებთ.

📌სურვილის შემთხვევაში ფასიანი ტესტი შეგიძლიათ გაიკეთოთ ასევე „ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრშიც“. აქ კვლევის ღირებულება 160 ლარია და პასუხს 24 საათი სჭირდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კორონავირუსზე კვლევის გაკეთების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით ყველა კლინიკას აქვს. სამედიცინო დაწესებულებები პაციენტს, მიღებისთანავე, PCR კვლევას უტარებენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება მისი მკურნალობა.

კორონავირუსის სიმპტომები:

❗ მომატებული ტემპერატურა

❗ ხველა

❗ სასუნთქი გზების შეშუპება

❗ ტიკივილი ან დაჭიმულობა ზურგის არეში

❗ გემო/ყნოსვის დაქვეითება და სხვა

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გახარია: თავი დავიზღვიეთ და კორონავირუსზე გავიტესტეთ

👉 გამყრელიძე: ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ იზოლაციაში

👉 დღეიდან GeoSafety კომპანიებს ადგილზე მისვლით Covid-19-ის სადიაგნოსტიკო ამერიკული წარმოების სწრაფი ტესტ-სისტემით დატესტვას სთავაზობს

👉 როგორ მოვიქცეთ თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივლინდა?