COVID-19

რა იქნება COVID 19-ის მომავალი?

კორონას მომავალი
23:37 07.06
დაკოპირებულია

მეორე ტალღა, სრული გაქრობა, სეზონურ გრიპად გადაქცევა... ეს იმ სცენარების არსრული ჩამონათვალია, რაც კორონავირუსთან მიმართებაში განიხილება.

სეზონურ გრიპად გარდაქმნა, ერთი მხრივ, მოქმედების ძალას და სიკვდილიანობის კოეფიციენტს შეამცირებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ვაქცინაც, მისი შექმნის შემთხვევაში, სეზონური გახდება, თუმცა რისკჯგუფში არმყოფი ადამიანებისთვის ვაქცინის გაუკეთებლობა დიდი საფრთხე არ იქნება.

სეზონური გრიპით მიმდინარე წელს 212 ათასი ადამიანი დაიღუპა ანუ იმის ნახევარზე მეტი, რაც კორონავირუსისგან, მაგრამ მთავარი განსხვავება აქ მიდგომაა. სეზონური გრიპის გამო მსოფლიო კარანტინი არ გამოცხადებულა და ათობით მილიონი ადამიანი შემოსავლის გარეშე არ დარჩენილა.

თავად კარანტინი ცალკე განხილვის თემაა. ის რომ სოციალური დისტანცირება ვირუსის გავრცელებას ამცირებს, ფაქტია, შესაბამისად მცირდება სიკვდილიანობაც. გარდა იმისა, რომ ბევრ ინფიცირებულში პროპორციულად გარდაცვლილიც ბევრი იქნება, სამედიცინო პერსონალისა და ინფრასტრუქტურის რაოდენობა ყველა ქვეყანაში შეზღუდულია, პიკის დროს ყველა პაციენტს სათანადო ყურადღება ვეღარ ექცევა და გარდაცვლილთა რაოდენობა არამხოლოდ აბსოლუტურ პროცენტულ გამოხატულებაშიც იზრდება. თუმცა კარანტინს ნაკლოვანებებიც ახლავს თან, გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა საშუალოვადიან პერიოდში მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, სახლში მჯდომ ადამიანს ვერ უმუშავდება იმუნიტეტი, რომელიც შესაძლო მეორე ტალღის დროს დიდი სიკეთის მომტანი იქნებოდა მისთვის.

მთავარი ყურადღება ახლა ამ შესაძლო მეორე ტალღაზეა გადატანილი, რომელიც იქნება თუ არა, უცნობია, უცნობია მისი მოქმედების სიძლიერეც, წარსულის გამოცდილებით, 1 საუკუნის წინ ესპანურმა გრიპმა - ე.წ. ისპანკამ ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ მეორე ტალღისას შეიწირა.  

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, ოლიმპიური თამაშები და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები პანდემიის გამო 1 წლით გადაიდო, თუმცა იმის გარანტია, რომ ეს ყველაფერი 2021 წელს ნამდვილად გაიმართება, ჯერ კიდევ არ არსებობს.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...