მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა კვალს ტოვებს კორონავირუსი ადამიანის ჯანმრთელობაზე?

ადამიანის ფილტვების რენტგენი
1584169150
COVID-19

ჰონგ-კონგელი ექიმების განცხადებით, COVID-19-ის ინფექცია ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვან კვალს ტოვებს. მათი თქმით, განკურნებულ პაციენტებს ფილტვების ფუნქცია დაქვეითებული აქვთ და სწრაფად სიარულის დროს სუნთქვა უჭირთ.

ინფექციური დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 12 გამოჯანმრთელებული პაციენტის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მათ აღარ შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც ადრე ჩვეულებისამებრ აკეთებდნენ. 3 პაციენტის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მათ აღარ შეუძლიათ თავისუფლად სუნთქვა სიარულის დროს. ხოლო 9 პაციენტის კვლევისას შინაგანი ორგანოების დაზიანების ნიშნები გამოიკვეთა.

პაციენტებს ჩაუტარდებათ დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, თუ რამდენად დაქვეითებულია სუნთქვის ფუნქცია და როდემდე შიძლება ეს პრობლემა გაგრძელდეს.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ექიმები რეკომენდაციას აძლევენ გააკეთონ ვარჯიშები გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქიონირების სტიმულირებისთვის, მაგალითად დაკავდნენ ცურვით. ეს ხელს შეუწყობს ფილტვების გააქტიურებას.