მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა პასუხისმგებლობას დააკისრებს ჯანდაცვის სამინისტრო მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე ექიმებს?

მეგი ბაქრაძის აცრა
1617882125
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მეგი ბაქრაძის შემთხვევის მართვაში მონაწილე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი პროფესიულმა საბჭომ უნდა განიხილოს.

მისი თქმით, საექიმო საქმიანობის შეცდომის დადგენის შემთხვევაში, პროფესიულ საბჭოს შეუძლია სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელს სერტიფიკატი შეუჩეროს ან საერთოდ აუკრძალოს საქმიანობა.

„საექიმო შეცდომებს განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო და მას შეუძლია დააყენოს სერტიფიკატის შეჩერების ან საერთოდ შეწყვეტის თაობაზე. ეს არის მაქსიმალური სანქცია, რისი გატარებაც პროფესიული განვითარების საბჭოს შეუძლია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

როგორც მან განმარტა უშუალოდ აცრის წინ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებული არ არის და თუ პირს რაიმე დაავადება აქვს, ან მკურნალობს მედიკამენტებით, მან კონსულტაცია პირად ექიმთან უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალი სამ პირს წაუყენა.

უწყების ცნობით, ბრალი „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს წარედგინათ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ასტრაზენეკას“ გამოყენება მხოლოდ 55 წელს ზემოთ ასაკის პირებში მოხდება“ - თამარ გაბუნია

⭕ „მოწმეები საუბრობენ ახალ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს დანაშაულს“ - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი

⭕ „გამოძიება არასწორად მიდის, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე“- მეგი ბაქრაძის მეუღლე