მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა ფუნქცია ექნება ოპერატიული მართვის შტაბს?

გახარია სხდომაზე
1585575983
COVID-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ფარგლებში ოპერატიული მართვის შტაბი შეიქმნება.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული შტაბი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში და კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომლებსაც მიიღებს უწყებათაშორისი საბჭო.

"უწყებათაშორისი საბჭოს პარალელურად შეიქმნა ოპერატიული მართვის შტაბი. ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში მომუშავე უწყება, რომელიც სრულ კოორდინაციას გაუწევს იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომლებსაც მიიღებს უწყებათაშორისი საბჭო.

მსგავსი შტაბი შეიქმნება ყველა რეგიონში და მოქალაქეებს დღესვე ექნებათ ინფორმაცია შტაბის ხელმძღვანელების შესახებ. ეს უწყება, კოორდინაციას გაუწევს იმას, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ფუნქციონირება საკმაოდ მძიმე, საგანგებო მდგომარეობის ფონზე," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.