მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს? - ამირან გამყრელიძის განმარტება 

NCDC-ის დირექტორი
1606726316
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა პროტოკოლით მკურნალობენ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულებს. 

„ყველა პროტოკოლი, რაც ქვეყანაში არსებობს, ეყრდნობა მტკიცებულებებს, ის არის საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების ადაპტირება ჩვენი ქვეყნის საჭიროებისამებრ.

რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაშია ეროვნული პროტოკოლები და გაიდლაინები, მაგრამ ისინი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

როდესაც ქვეყანაში პროტოკოლი და გაიდლაინი დგება, ამას ამტკიცებს ჯანდაცვის სამინისტრო, ის ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს და საერთაშორისო გამოცდილებებს, რაც არსებობს. ამას გარკვეულ კოორდინირებას უწევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. ყველა ჩვენგანი ვართ ინდივიდუმი. შესაძლებელია, ექიმმა თავისი გადაწყვეტილებებისა და ექსპერტული მოსაზრების საფუძველზე კორექტივი შეიტანოს, მაგრამ ძირითადად ექიმები მიჰყვებიან დადგენილ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება რემდესივირის გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და მედიკამენტს ქვეყანაში მალე შემოიტანენ.

„მაგრამ ეს არ არის ყოველდღიური ხმარების მედიკამენტი, ის იხმარება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში და არა ამბულატორიებში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

თბილისი 1 622, იმერეთი 517 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

3 216 ინფიცირება, 3 937 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

ლევან რატიანი: ბევრი მძიმე პაციენტი გვყავს, წინა პერიოდთან შედარებაც კი არ შეიძლება