COVID-19

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სავაჭრო ცენტრებს

ისთ-ფოინთი
16:10 29.05
დაკოპირებულია

სავაჭრო ცენტრები ორშაბათიდან 1 ივნისიდან იხსნება, რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სავაჭრო ცენტრებს და მოლებს ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას აქვეყნებს.

PIA.GE გთავაზობთ რეკომენდაციების ჩამონთვალს.

1)უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;

2)ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს

3)დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

4)ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

5)ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

6)აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;

7)მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;

8) მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

9)აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით.

10) უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;

11)უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;

12) უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით;

13)ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

14)საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძლის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ 2 თვით საგანგებლო მდგომარეობა და მკაცრი საკარანტინო პირობები გამოაცხადა.

ამ ხნის განმავლობაში დაწესებული აკრძალვების მოხსნა მთავრობამ ეტაპობრივად დაიწყო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი ივნისიდან გაიხსნება მოლებიც, თუმცა ადამიანებს სავაჭრო ცეტრში მისვლისას სპეციალური წესებს დაცვა მოუწევთ.

კორონავირუსის ფოტო

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 7 მლნ-ზე...

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება....
08:37
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 12 მლნ-ს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს wo...
00:31
ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებს შორის საქართველ...
00:22
„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და...
00:02
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი. გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხო...
23:35 08.07
თელავის საკრებულოს დეპუტატი თელავის საკრებულოს წევრი ოჯახში ძალადობისა და...
პოლიციამ თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის...
არსებობს თუ არა საქართველოში შავი ჭირის...
„შავი ჭირის ყველაზე საშიში სახეობა არის ფილტვის ფორმა, ხოლო რაც დღეს ჩინეთში ფიქ...
რა ეღირება „პისიარ“ ტესტირება და კარანტი...
საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის „პისიარ" ტესტის ფასი,...
19:47 08.07
გამყრელიძე: დამტკიცდა, რომ კორონავირუსი...
„გამოჩნდა კვლევები, რომელთა მიხედვითაც კორონავირუსი არა მარტო სასუნთი გზების სის...