მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა საფრთხეს შექმნის COVID-19-ის ვაქცინის გაკეთებაზე უარის თქმა

ვაქცინაცია
1591365822
COVID-19

რუსეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის მელიტა ვუინოვიჩის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინის წინააღმდეგ ადამიანების განწყობა და ვაქცინაციაზე უარის თქმა, ზოგადად დაავადებებთან ვაქცინით ბრძოლაში, მსოფლიოში უკვე მიღწეულ შედეგებს საფრთრხის ქვეშ დააყენებს.

"კორონავირუსის ვაქცინის მიმართ ეს სკეპტიციზმი ასახავს ადამიანების ზოგად სურვილს, უარი თქვან ვაქცინაციაში მონაწილეობაზე. ვაქცინაციაზე უარის თქმა თავისთავად საშიშია, რადგან ამან შეიძლება შეცვალოს ის პროგრესი, რომელიც უკვე მიღწეულია დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინებით პროფილაქტიკურ ბრძოლაში", - აღნიშნა მელიტა ვუინოვიჩმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავრიუსის ვაქცინა ჯერ კიდევ არ არის შექმნილი, უკვე არსებობს მისი საწინააღმდეგო განწყობები, რაც ნამდვილად საშიშია.

როგორც მან განაცხადა, ჯანმო (WHO) ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შექმნის შემდეგ, კორონავირუსის ვაქცინა სხვადასხვა ქვეყანაში იყოს ხელმისაწვდომი.