მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შეზღუდვები იმოქმედებს მუნიციპალურ ტრანსპორტში? - ირაკლი ხმალაძის განმარტება

ავტობუსი ქალაქში
1612443417
COVID-19

8 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება. თუ რა შეზღუდვები იმოქმედებს ავტობუსებში, მიკრო ავტობუსებსა თუ მეტროში, ამის შესახებ ჟურნალისტებთან თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა.

  • მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 21:00 საათამდე.
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს შაბათ-კვირას.
  • ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება.
  • თუ მოქალაქეს პირბადე არ ეკეთება, არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან თუ ვინმე ტრანსპორტში მოიხსნის პირბადეს. კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი.
  • ფეხზე დგომასთან დაკავშირებით რეკომენდაცია არ არის გაცემული.
  • 7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში იკრძალება ავტომობილებით გადაადგილება.

„ჩემი აზრით, პირველ რიგში, დავაკვირდებით როგორი იქნება დატვირთვა და იქედან გამომდინარე ალბათ იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებენ გადაწყვეტილებას. 21:00 საათამდე იმუშავებს ტრანსპორტი და 21:00 საათის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი პერსონალის საცხოვრებელ სახლებში განაწილებას“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინფორმაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

იხილეთ აგრეთვე:

ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება - ჩამონათვალი

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება

7 თებერვლიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა იკრძალება