მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია?!“ - ხათუნა ზახაშვილი

ხათუნა ზახაშვილი
1627836942
COVID-19

„ცოტა გაურკვეველია, რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია და მიიჩნევს, რომ ვაქცინა არ არის შექმნილი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. მაშინ როდესაც ვაქცინაზე უკეთესი შედეგი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის თითზე ჩამოსათვლელია“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის განახლებამდე პედაგოგთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. მან საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ ადამიანებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა და ანტივაქსერი პედაგოგების მიმართ მკვეთრი განცხადებაც გააკეთა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ალბათ გადალახვადი სირთულეა მაინც და მგონია, რომ სექტემბრამდე მაინც მაქსიმალურად მოხდება პედაგოგების მობილიზაცია ამ მიმართულებით და ისინი ჩაიტარებენ ვაქცინაციას“- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მან ასევე მიმართა იმ მშობლებიც, რომელთა შვილებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი. ხათუნა ზახაშვილი თვლის, რომ მაღალ კლასელების აცრაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სკოლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

„ამ მოზარდების აცრა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ლაპარაკი გვაქვს სასკოლო პროცესების აღდგენაზე და სრულფასოვნად წარმართვაზე სექტემბრიდან. თუ ამ ასაკის ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად აცრილები პედაგოგებთან ერთად, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასკოლო პროცესის უსაფრთხოებას.

მოვუწოდებ ყველა მშობელს, ვისაც ჰყავს ამ ასაკის შვილი და მათ პედაგოგებს, რომ დროულად ჩატარდეს ვაქცინაცია 16 წლისა და ზედა ასაკის მოსწავლეებში, ასევე სკოლის მასწავლებლებში“, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.