მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა უნდა გავითვალისწინოთ სანამ თვითიზოლაციას შევწყვეტთ?

ქალი ტემპერატურას იზომავს
1603189565
COVID-19

ამერიკაში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას უზიარებს.

ექიმი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში სტაციონარებისთვის მიმართვის წინაპირობებსა და იზოლაციიდან გამოსვლის წესებს აღწერს.

„ვინ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს?

- პაციენტებმა რომელთაც აღენიშნებათ დაავადების სწრაფი და დრამატული პროგრესირება

- პაციენტებმა რომელთაც თავიდანვე აღენიშნებათ საშუალო სიმძმის სუნთქვის უკმარისობა ან მენტალური სტატუსის საგრძნობი ცვლილება

- პაციენტებმა რომელთა სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94%-ს (ეს მათთვის ვისაც ასეთი მონიტორინგის საშუალება აქვს)

ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს (emergency room)?

- პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გაზრდილი სუნთქვის სიხშირე და მძიმე, ზედაპირული სუნთქვა)

- ლეთარგია, ძილად მიგდება, გონების სრული დაბინდვა

- გამოხატული მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა თუნდაც მსუბუქი კოვიდ ინფექციის მიმდინარეობისას

იზოლაციიდან გამოსვლის წესები:

* მინიმუმ 10 დღე პირველი სიმპტომების დაწყებიდან უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში!
* იზოლაციის მოსახსნელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო, ყოველგვარი სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე!
* განმეორებითი ტესტი იზოლაციის მოსახსნელად საჭირო არ არის. ტესტი შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის რნმ-ის ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ.

P.S. მოგვიანების შევეცდები მოვიცვა სხვა და სხვა რისკის ჯგუფები და მოგაწოდოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია მათში კოვიდ ინფექციის მართვის თავისებურებებზე. ვგულისხმობ ორსულებს და სხვა და სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს“, - წერს კარდიოლოგი.

ინფორმაციისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 19 857შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 8666 და გარდაცვლილია 158 პაციენტი.